ENG
ტრასების რუკა

გუდაური

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სეზონი გახსნილია
სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე - 70კმ
11 საბაგირო
ყველაზე მაღალი წერტილი - 3276მ
თბილისიდან 2 საათის გზაზე

გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც კავკასიის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2200მ სიმაღლეზე მდებარეობს. საქართველოს დედაქალაქიდან დაშორებულია 120კმ-ით, ხოლო მანქანით მზავრობისას, თბილისის აეროპორტიდან 2 საათის გზაზეა. გუდაურში შეხვდებით არაერთ უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო სათხილამურო ტრასასა და დასასვენებელ ადგილს.

ზამთარში, თოვლის მოსვლისთანავე, გუდაური ულამაზეს მხარედ იქცევა: არაჩვეულებრივი სათხილამურო ტრასები, მცხუნვარე მზე და შთამბეჭდავი ხედები, დასასვენებლად საუკეთესო პირობებს ქმნიან.

კომპანია “საქართველოს მთის კურორტები” გუდაურის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე 2013 წლიდან ზრუნავს და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს აწესებს. სათხილამურო სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება და აპრილამდე გრძელდება. გუდაურში ტრასების მთლიანი სიგრძე 70 კილომეტრს აღწევს და 11 საბაგიროზე ვრცელდება. “პირველი” საბაგირო ზღვის დონიდან 2,165 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რომელიც ერთვის 3,276 მეტრზე მდებარე “საძელეს”. საბაგიროები 10:00-იდან 16:30-მდე მუშაობენ. სათხილამურო ტრასების და ულამაზესი ხედების გარდა, გუდაურში შეგიძლიათ პარაგლაიდინგითა და სპიდგლაიდინგითაც დაკავდეთ, ეწვიოთ გასართობ კლუბებს. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ გამოცდილი გიდების მომსახურებით და ვერტმფრენის მეშვეობით დაეშვან ციცაბო მწვერვალებიდან.

01 02 03 04